ჩრდილოეთ კორეამ ორი რაკეტა გამოსცადა
ჩრდილოეთ კორეამ ორი რაკეტა გამოსცადა

ჩრდილოეთ კორეამ ორი რაკეტა გამოსცადა. ამის შესახებ „როიტერსი“ სამხრეთ კორეის სამხედრო მაღალჩინოსნების განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

როგორც ცნობილია, მცირე რადიუსზე მოქმედი რაკეტები იაპონიის ზღვის მიმართულებით გაუშვეს. მათ 380 კილომეტრი მანძილი დაფარეს. აღსანიშნავია, რომ უკანასკნელი გამოცდა ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში უკვე მეშვიდე იყო.

ჩრდილოეთ კორეის მიერ ორი რაკეტის გამოცდასთან დაკავშირებით სამხრეთ კორეაში ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართა, რის შემდეგაც ოფიციალურმა სეულმა ჩრდილოეთ კორეისგან სარაკეტო ცდების დაუყოვნებელი შეწყვეტა მოითხოვა.

როგორც ოფიციალურმა ფხენიანმა აქამდეც რამდენჯერმე განაცხადა, სარაკეტო ცდები სამხრეთ კორეასა და აშშ-ის ერთობლივი სამხედრო წვრთნებზე საპასუხო ქმედებაა.