ჩრდილოეთ კავკასიაში რუსეთის სამხედრო-კოსმოსური ძალების „სუ-25 უბ“ მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოვარდა
ჩრდილოეთ კავკასიაში რუსეთის სამხედრო-კოსმოსური ძალების „სუ-25 უბ“ მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოვარდა.
რუსული მედიის ინფორმაციით, ორმა მფრინავმა კატაპულტირება მოასწრო, თუმცა მათი ბედი ამ დრომდე უცნობია. რუსეთის არმიის სამხედრო თვითმფრინავი ბუდენოვსკის აეროდრომიდან აფრინდა.
კატაპულტირებული მფრინავების სამძებრო სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო. რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ „სუ-25 უბ“ სტავროპოლის მხარეში ჩამოვარდა. სამხედრო თვითმფრინავი გეგმიურ სასწავლო-საწვრთნელ ფრენას ახორციელებდა.