ჩრდილოეთ იტალიაში შტორმს ორი ადამიანი ემსხვერპლა
ჩრდილოეთ იტალიაში შტორმს ორი ადამიანი ემსხვერპლა

ჩრდილოეთ იტალიაში შტორმს ორი ადამიანი ემსხვერპლა, 16 წლის მოზარდმა კი სერიოზული დაზიანებები მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.

სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა მონცასა და ბრეშის პროვინციებში – ორ ქალი ხეების დაცემის შედეგად დაიღუპა. მოზარდი კი ვენეტოს რეგიონში დაშავდა.

ღამით მილანში ძლიერმა ქარმა სახლებს სახურავები ახადა და ასობით ხე წააქცია, რის გამოც დაზიანდა ავტომანქანები, შეფერხდა ტრანსპორტის მოძრაობა. შტორმის შედეგად ხეების წაქცევის საფრთხის გამო დაიხურა საზოგადოებრივი პარკები. უამინდობამ დააზიანა ტურისტული ღირსშესანიშნაობები – ძლიერმა ქარმა ფილები დააზიანა სფორცას ციხის ფილები, წვიმამ შეაღწია ვიტორიო ემანუელე მეორის ცნობილ გალერეაში.

სამხრეთ იტალიაში კი ძლიერი სიცხეა. ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო განგაშის უმაღლესი დონე 16 ქალაქში გამოცხადდა. პალერმოს აეროპორტთან ხანძრის გამო გადაიდო ავიარეისები.