ჩრდილოეთ ინდოეთში საავადმყოფოში გაჩენილი ხანძრის შედეგად ათი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 16 დაშავდა
ჩრდილოეთ ინდოეთში საავადმყოფოში გაჩენილი ხანძრის შედეგად ათი ახალშობილი დაიღუპა, ხოლო 16 დაშავდა. ცეცხლი ქალაქ ჯანსიში მდებარე საავადმყოფოში გაჩნდა. მეხანძრეების ინფორმაციით, ხანძარი სწრაფად გავრცელდა იმ პალატაში, სადაც 55 ახალშობილი იმყოფებოდა, მათგან მეხანძრეებმა 45-ის გადარჩენა შეძლეს.
მომხდარის შემდეგ ადგილობრივებს კითხვები გაუჩნდათ საავადმყოფოში უსაფრთხოების ზომებზე. თვითმხილველები ამბობენ, რომ საავადმყოფოს პერსონალის მხრიდან რეაგირება იქამდე არ მოხდა, ვიდრე თავად არ შეამჩნიეს კვამლი.
საავადმყოფოში დამონტაჟებული იყო ხანძრის მაუწყებელი სიგნალიზაცია, თუმცა ის არ ამოქმედებულა.
რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, უცნობია. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.