ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა 220 ათასი 155 მმ-იანი საარტილერიო საბრძოლო მასალის შესაძენად 1,2 მილიარდი დოლარის ღირებულების კონტრაქტები გააფორმა
ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა 220 ათასი 155 მმ-იანი საარტილერიო საბრძოლო მასალის შესაძენად 1,2 მილიარდი დოლარის ღირებულების კონტრაქტები გააფორმა

ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა 220 ათასი 155 მმ-იანი საარტილერიო საბრძოლო მასალის შესაძენად 1,2 მილიარდი დოლარის ღირებულების კონტრაქტები გააფორმა. ინფორმაციას ნატო-ს პრესცენტრი ავრცელებს.

კონტრაქტებს ხელი ნატო-ს მხარდაჭერისა და შესყიდვების სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, სტეის კამინგსმა ალიანსის გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თანდასწრებით მოაწერა.

„რუსეთის ომი უკრაინაში საბრძოლო მასალისთვის ბრძოლად იქცა, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მოკავშირეებმა შეავსონ თავიანთი მარაგი, რადგან ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

ნატო-ს ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ნატო-ს ლიდერები 2023 წლის ივლისში ალიანსის თავდაცვის წარმოების სამოქმედო გეგმაზე შეთანხმდნენ, ნატო-ს მხარდაჭერისა და შესყიდვების სააგენტომ, დაახლოებით, 10 მილიარდი დოლარის ღირებულების კონტრაქტები გააფორმა.