ჩოხატაურში, თვითიზოლაციაში ექვსი პირი იმყოფება. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ყველა მათგანი კონტროლდება და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
„თვითიზოლაციაში მყოფი პირები კონტროლდებიან, კარანტინში კი ჩვენგან არავინაა. ჩოხატაურში ინფრასტრუქტურული პროექტები გრძელდება, დაცულია უსაფრთხოების წესები. აქვე გეტყვით იმას, რომ მუდმივად მიმდინარეობს იმ პირთა დახმარება, რომლებიც განსაკუთრებით ზრუნვას საჭიროებენ“, – განაცხადა ჩოხატაურის მერმა, ირაკლი კუჭავამ.