ჩოხატაურში, თვითიზოლაციაში 12 პირი იმყოფება, საკარანტინო სივრცეში კი ჩოხატაურიდან არც ერთი ადამიანი არაა მოთავსებული.
აღნიშნულ ინფორმაციას ჩოხატაურის მერი ავრცელებს.
„თვითიზოლაციაში მყოფი პირები რეგულარულად მოწმდებიან. ექიმების შეფასებით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. კარანტინში ამ ეტაპზე ჩვენგან არავინაა. ჩოხატაურში ვითარება კონტროლს სრულად ექვემდებარება. მუშაობს საკოორდინაციო შტაბი. ჩვენ სურსათით მუდმივად ვეხმარებით სოციალურად დაუცველ ოჯახებს. დიდია ქველმოქდების როლი აღნიშნულ საქმეში. მე ვთხოვ ჩვენს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და დარჩნენ სახლში“ , – განაცხადა ჩოხატაურის მერმა, ირაკლი კუჭავამ.