ჩოხატაურის შესასვლელთან მოწყობილ საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე მგზავრთა თერმოსკრინინგი მიმდინარეობს
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ჩოხატაურში თერმოსკრინინგი დაიწყო.
მუნიციპალიტეტის შესასვლელში საკონტროლო-გამშვები პუნქტი მოეწყო, სადაც ჩოხატაურში შემსვლელი მოქალაქეები შემოწმებას გადიან.
„იმის გათვალისწინებით, რომ ადგომის დღესასწაულთან დაკავშირებით იზრდება სხვადასხვა ქალაქიდან ჩოხატაურში შემომსვლელთა ნაკადი, ტარდება აღნიშნული ღონისძიება. მგზავრთა თერმოსკრინინგს ატარებენ სამართალდამცველები და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები. იგი პრევენციული ზომების გატარებას ისახავს მიზნად“ ,- განაცხადა ჩოხატაურის მერმა, ირაკლი კუჭავამ.
ჩოხატაურში, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა არ გამოვლენილა.