ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში დაპირისპირება მოხდა, ვითარება ამ დროისთვის განმუხტულია [ვიდეო]
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში დაპირისპირება მოხდა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
სოფლის მოსახლეობისა და ადგილზე ჩასული მოქალაქეების დაშორიშორებას სამართალდამცველები ცდილობენ.
ამ დროისთვის ვითარება განმუხტულია.
სოფელში უთანხმოება მუსლიმ და ქრისტიან მოქალაქეებს შორის დაიწყო. კონკრეტულად, მუსლიმი თემის წარმომადგენლები სოფელში სალოცავის მოწყობას ითხოვენ, ქრისტიანული თემის წევრები კი ამბობენ, რომ ბუკნარის მიმდებარედ რამდენიმე მეჩეთია და სახლის მეჩეთად გადაკეთება დაუშვებელი. აზრთა სხვადასხვაობა გუშინ ფიზიკურ დაპირისპირებაშიც გადაიზარდა. ფაქტზე შსს-მ ერთი პირი დააკავა.
დღეს სამხარეო ადმინისტრაციაში მხარეებს შორის დიალოგი უნდა გამართულიყო, თუმცა შეხვედრა არ შედგა.
ჩოხატაურის მერი ირაკლი კუჭავა
აცხადებს, რომ ხელისუფლება და სამართალდამცველები ყველაფერს გააკეთებენ, რათა სოფელ ბუკნარში კონფლიქტი ექსცესების გარეშე მოგვარდეს.