ჩოხატაურის აგრარული ბაზრის გახსნა არც მიმდინარე კვირას იგეგემება.
მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი კუჭავა, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე იმყოფებოდა და ვითარებას ადგილზე გაეცნო.
„მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ, საკვირაო ბაზრობების აღდგენის გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის აგრარული ბაზარი, ყველა რეგულაციის დაცვით, განაახლებს მუშაობას. ბაზრის გახსნის თარიღი, მოსახლეობას ეცნობება დამატებით“, – ნათქვამია ჩოხატაურის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.