ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურის მიმდებარედ, მთის ფერდობზე ხანძარია. როგორც საქართველოს პირველ არხს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა, დათო გოგუამ განუცხადა, ცეცხლი უკიდია ეკალბარდებს, ალაგ-ალაგ ხემცენარეებსაც. მისივე თქმით, ხანძარი დაახლოებით 10-12 ჰექტარზეა გავრცელებული.
ადგილზე იმყოფებიან შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
როგორც დათო გოგუა ამბობს, ხანძარი დაახლოებით, სამი საათის წინ შენიშნეს. მისივე თქმით, მოსახლეობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება.