ჩხოროწყუში ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
ჩხოროწყუში ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, სოფელ კირცხში ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.

უწყების ცნობით, ხანძარი საცხოვრებელ სახლში გაჩნდა. დამწვარია 140 კვ.მ. ფართობი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის დროს სახლში 80 წლის მამაკაცი იმყოფებოდა, რომლის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გაუფრთხილებლობით.

ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერ უცნობია.