ჩხოროწყუში ქალმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანაში იმშობიარა. ამის შესახებ ინფორმაციასა და ფოტოებს სოციალურ ქსელში ექიმი დოდო ფირცხელავა აქვეყნებს.
ექიმის თქმით, ბავშვი მაშინ დაიბადა, როდესაც ორსული ქალი სოფელ სარაქონიდან საავადმყოფოში გადაჰყავდათ.
დოდო ფირცხელავას თქმით, ახალშობილი ბიჭია და დედა-შვილი თავს კარგად გრძნობს.