ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში 37 წლის მამაკაცი მოკლეს
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში 37 წლის მამაკაცი მოკლეს

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაბუმეში მამაკაცმა ცივი იარაღით შვილი მოკლა, ცოლი კი დაჭრა.

პირველი არხის ჟურნალისტის ცნობით, გარდაცვლილი 37 წლის მამაკაცია. დაჭრილი ქალი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში, რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მომხდარზე ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს.