ზუგდიდში მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
ზუგდიდში მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

ზუგდიდში მკვლელობის ფაქტზე შსს–ს სამეგრელო ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის თანამშრომლებმა 1963 წელს დაბადებული რ.ჯ. დააკავეს. მას ბრალად თანასოფლელის მკვლელობა ედება.

შემთხვევა გუშინ, ზუგდიდის რაიონის სოფელ კოლხიდაში მოხდა. რ.ჯ.- ს სუფრასთან შელაპარაკება მოუვიდა თანასოფლელთან. რამდენიმე საათში კი 40 წლამდე მამაკაცს რ.ჯ.–მ ცივი იარაღით ყელის არეში მიაყენა ჭრილობა. ჭრილობა სასიკვდილო აღმოჩნდა. მამაკაცი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გარდაიცვალა.

რ.ჯ.–ს მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 108- ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დატოვე კომენტარი