ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში 40 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა
ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში 40 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა

ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში 40 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა.

პირველი არხის ჟურნალისტის ცნობით, მამაკაცი საავადმყოფოში დაჭრილი შეიყვანეს. არსებული ინფორმაციით, მას ჭრილობა ყელის არეში, ბლაგვი საგნით ჰქონდა მიყენებული.

ექიმების თქმით, პაციენტს სიცოცხლესთან შეუთავსებელი ჭრილობები ჰქონდა და მიუხედავად ჩატარებული რეანიმაციული ღონისძიებებისა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
გარდაცვლილის ცხედარი ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. მომხდართან დაკავშირებით გარდაცვლილის ახლობლები არ საუბრობენ.

როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.