თბილისში, ჩიქოვანის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში ხანძარი ლოკალიზებულია. ამის შესახებ პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.
უწყების ცნობით, ცეცხლი კერძო საცხოვრებელი სახლის სახურავს გაუჩნდა. დამწვარია 50 კვ.მ. ფართობი. ცეცხლის გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს. შემთვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ხანძრის შესახებ შეტყობინება სახანძრო-სამაშველო სამსახურში რამდენიმე წუთის წინ შევიდა.
შემთხვევის ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის ოთხი ჯგუფი მუშაობს. მომხდარის დეტალები ჯერ არ არის ცნობილი.