ჩინეთში ოფიციალური ვიზიტით ემანუელ მაკრონი და ურსულა ფონ დერ ლაიენი იმყოფებიან
ჩინეთში ოფიციალური ვიზიტით ემანუელ მაკრონი და ურსულა ფონ დერ ლაიენი იმყოფებიან

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ჩინეთში სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში იმყოფებიან. ევროპელი ლიდერები ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს შეხვდებიან.

გავრცელებული ინფორმაციით, საუბრის მთავარი თემა რუსეთის უკრაინაში შეჭრა, სავაჭრო მოლაპარაკებები და კლიმატთან დაკავშირებული საკითხები იქნება. ასევე, მედიის ცნობით, მოლაპარაკებების მთავარი მიზანი პეკინთან, როგორც მნიშვნელოვან ეკონომიკურ პარტნიორთან, ურთიერთობის აღდგენაა.

საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ემანუელ მაკრონი აპირებს, სი ძინპინს რუსეთ-უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად ჩინეთის გავლენის გამოყენება სთხოვოს.

ლიდერები მოგვიანებით ჩინეთის პრემიერ-მინისტრსა და ინვესტორებსაც შეხვდებიან.

ემანუელ მაკრონი ჩინეთში 2019 წლის შემდეგ არ ყოფილა, ხოლო ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის ეს პირველი ვიზიტია ევროკომისიის პრეზიდენტის რანგში.