ჩინეთში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის ცხრა ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს. ჩინეთის მთავრობის ინფორმაციით, გამოვლენილი ახალი შემთხვევებიდან ყველა იმპორტირებულია. ასევე დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში 14 უსიმპტომო შემთხვევა გამოვლინდა, რომელსაც ჩინეთი ოფიციალურ სტატისტიკაში არ თვლის.
ჩინეთის მთავრობის მიერ გავრცელებული ოფიციალური მონაცემებით, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში ვირუსის 89 952 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 4 636 ადამიანი.