ჩინეთში კორონავირუსის ცხრა ახალი შემთხვევა გამოვლინდა

08:38, 05.03.2021

ჩინეთში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის ცხრა ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს. ჩინეთის მთავრობის ინფორმაციით, გამოვლენილი ახალი შემთხვევებიდან ყველა იმპორტირებულია. ასევე დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში 14 უსიმპტომო შემთხვევა გამოვლინდა, რომელსაც ჩინეთი ოფიციალურ სტატისტიკაში არ თვლის.

ჩინეთის მთავრობის მიერ გავრცელებული ოფიციალური მონაცემებით, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში ვირუსის 89 952 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 4 636 ადამიანი.

მსგავსი