ჩინეთში, გასული დღე ღამის განმავლობაში „კოვიდ 19“-ის ოთხი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ჩინეთში, გასული დღე ღამის განმავლობაში „კოვიდ 19“-ის ოთხი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ოთხივე შემთხვევა ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე პროვინცია ჯილინში დაფიქსირდა.
ჯილინის პროვინციის ქალაქ შულანში „კოვიდ 19“-ის შემთხვევების გამო კარანტინი გამოცხადდა.
ოფიციალური მონაცემების მიხედვით, საერთო ჯამში ჩინეთში „კოვიდ 19“-ის 84029 შემთხვევაა დაფიქსირებული, დაღუპულია 4663 ადამიანი.