ჩინეთში, გასული დღე ღამის განმავლობაში „კოვიდ 19“-ის ოთხი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

09:04, 15.05.2020

ჩინეთში, გასული დღე ღამის განმავლობაში „კოვიდ 19“-ის ოთხი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ოთხივე შემთხვევა ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე პროვინცია ჯილინში დაფიქსირდა.

ჯილინის პროვინციის ქალაქ შულანში „კოვიდ 19“-ის შემთხვევების გამო კარანტინი გამოცხადდა.

ოფიციალური მონაცემების მიხედვით, საერთო ჯამში ჩინეთში „კოვიდ 19“-ის  84029 შემთხვევაა დაფიქსირებული, დაღუპულია 4663 ადამიანი.

მსგავსი