ჩინეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ჩინეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაციას ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისია ავრცელებს. ახალი შემთხვევებიდან ერთი იმპორტულია.
ასევე, გასული დღე-ღამის განმავლობაში 12 უსიმპტომო შემთხვევა გამოვლინდა.
ჩინეთის მთავრობის მიერ გავრცელებული ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე „კოვიდ 19“-ის 82 877 შემთხვევა დაფიქსირდა, დაღუპულია 4633 პაციენტი.