ჩინეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

12:03, 03.05.2020

ჩინეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაციას ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისია ავრცელებს. ახალი შემთხვევებიდან ერთი იმპორტულია.

ასევე, გასული დღე-ღამის განმავლობაში 12 უსიმპტომო შემთხვევა გამოვლინდა.

ჩინეთის მთავრობის მიერ გავრცელებული ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე „კოვიდ 19“-ის 82 877 შემთხვევა დაფიქსირდა, დაღუპულია 4633 პაციენტი.

მსგავსი