ჩინეთის თავდაცვის სამინისტროსა და ნატო-ს წარმომადგენლებმა უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებზე მერვე შეხვედრა გამართეს
ჩინეთის თავდაცვის სამინისტროსა და ნატო-ს წარმომადგენლებმა უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებზე მერვე შეხვედრა გამართეს

ჩინეთის თავდაცვის სამინისტროსა და ნატო-ს წარმომადგენლებმა უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებზე მერვე შეხვედრა პეკინში გამართეს. ინფორმაციას ამის შესახებ ნატო და ჩინეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებენ.

„მხარეებმა განიხილეს ჩინეთსა და ნატო-ს შორის თავდაცვის თანამშრომლობის, ასევე საერთაშორისო და რეგიონული სიტუაცია“, – აღნიშნულია ჩინეთის სამინისტროს ინფორმაციაში.

ხოლო ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში აცხადებენ, რომ შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრას.

ამასთან, როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ნატო-ს წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა მსგავსი მოლაპარაკებების აუცილებლობას საერთო პრობლემებისა და ინტერესების გადასაჭრელად, რაც ხელს უწყობს გამჭვირვალობას.