ჩინეთის სასამართლომ ჟურნალისტს, რომელიც ქალაქ უჰანიდან კორონავირუსის გავრცელების თემებს აშუქებდა, ოთხწლიანი პატიმრობა მიუსაჯა
ჩინეთის სასამართლომ ჟურნალისტს, რომელიც ქალაქ უჰანიდან კორონავირუსის გავრცელების თემებს აშუქებდა, ოთხწლიანი პატიმრობა მიუსაჯა

ჩინეთის სასამართლომ ჟურნალისტს, რომელიც ქალაქ უჰანიდან კორონავირუსის გავრცელების თემებს აშუქებდა, ოთხწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

37 წლის ჩინელი ჟურნალისტი პრობლემების პროვოცირებაში დაადანაშაულეს. ის უჰანიდან გადავსებული საავადმყოფოებისა და ცარიელი ქუჩების კადრებს ავრცელებდა.

სააგენტოს თქმით, ჟანგ ჟანის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ოფიციალურად ვერსიისგან განსხვავებულ სურათს ქმნიდა.

სასამართლო პროცესი შანხაიში გაიმართა. ჟანგ ჟანის დედის მოსაზრებით, მას სასჯელი სიმართლის გავრცელების გამო მიუსაჯეს.

დაცვის მხარეს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.