ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს პრემიერი - ვიმედოვნებ, ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ ურთიერთობებისა და პრაგმატული თანამშრომლობის ახალ დონეზე აყვანას, ჩვენი ქვეყნებისა და ერების საკეთილდღეოდ
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერი ლი კეციანი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
როგორც მისალოც წერილშია აღნიშნული, მიუხედავად „კოვიდ-19“-ის პანდემიის შედეგებისა, ჩინეთი და საქართველო ინარჩუნებენ ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკას.
„გულწრფელად გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ თქვენ და თქვენს მთავრობას! გასული წლიდან მოყოლებული, მიუხედავად „კოვიდ-19“-ის პანდემიის შედეგებისა, ჩინეთი და საქართველო ინარჩუნებენ ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკას. ჩვენს თანამშრომლობაში მიღწეულია მდგრადი შედეგები სხვადასხვა მიმართულებით. გამოვთქვამ იმედს, რომ ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ შევძლებთ ორმხრივი ურთიერთობებისა და პრაგმატული თანამშრომლობის ახალ დონეზე აყვანას ჩვენი ქვეყნებისა და ერების საკეთილდღეოდ. საქართველოსა და ქართველ ხალხს ვუსურვებ კეთილდღეობასა და ბედნიერებას“, – აღნიშნულია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერის მისალოც წერილში.
ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.