ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო არ ადასტურებს, რომ კიმ ჩენ ინი ვიზიტით ჩინეთში იმყოფებოდა
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი ჩინეთში იმყოფებოდა .
„ამ დროისთვის მსგავს ინფორმაციას არ ვფლობთ “,- განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.
შეგახსნებთ, სააგენტო Kyodo- მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქალაქ დალიანის აეროპორტში ჩრდილოეთ კორეიდან თვითმფრინავი დაეშვა, რომელშიც სავარაუდოდ, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი იმყოფებოდა. გამოცემის ინფორმაციით, ორშაბათს დალიანის საერთაშორისო აეროპორტი დილის 8 საათიდან 14 საათამდე დაკეტილი იყო. დაგეგმილი რეისების გადადების მიზეზებზე კი აეროპორტმა განცხადება არ გაავრცელა. ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზომები იყო გამკაცრებული.