ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო არ ადასტურებს, რომ კიმ ჩენ ინი ვიზიტით ჩინეთში იმყოფებოდა

13:49, 08.05.2018

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი ჩინეთში იმყოფებოდა .

„ამ დროისთვის მსგავს ინფორმაციას არ ვფლობთ “,- განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

შეგახსნებთ,  სააგენტო Kyodo- მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქალაქ დალიანის აეროპორტში ჩრდილოეთ კორეიდან თვითმფრინავი დაეშვა, რომელშიც სავარაუდოდ, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი  კიმ ჩენ ინი იმყოფებოდა. გამოცემის ინფორმაციით, ორშაბათს დალიანის საერთაშორისო აეროპორტი დილის 8 საათიდან 14 საათამდე დაკეტილი იყო. დაგეგმილი რეისების გადადების მიზეზებზე კი აეროპორტმა განცხადება არ გაავრცელა. ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზომები იყო გამკაცრებული.

მსგავსი