ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტს „მანიაკალური“ უწოდა
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტს „მანიაკალური“ უწოდა. ამის შესახებ განცხადება ვან იმ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ტაივანიდან გამგზავრების შემდეგ გააკეთა. მისი თქმით, პელოსის კუნძულზე ჩასვლა „მანიაკალური, უპასუხისმგებლო და ირაციონალური“ ნაბიჯი იყო.
ჩინეთის დიპლომატმა ეს განცხადება კამბოჯაში სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების შეხვედრის დროს გააკეთა. ვან ის თქმით, ჩინეთმა ყველაფერი გააკეთა კრიზისის თავიდან ასაცილებლად, მაგრამ პეკინი ვერ დაუშვებდა „მისი მთავარი ინტერესების დაზიანებას.“
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ტაივანი „საბოლოოდ მაინც დაბრუნდება სამშობლოს მკლავებში“.
ჩინეთი ტაივანს საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს და კუნძულზე უცხოელი დიპლომატების მათთან შეუთანხმებელ ვიზიტებს ქვეყნის სუვერენიტეტის შელახვად აფასებს.
ნენსი პელოსი ჩინეთის არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, 2 აგვისტოს მაინც ეწვია. საპასუხოდ ჩინეთი ტაივანის სიახლოვეს სამხედრო წვრთნებს მართავს.