ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვანგ ი რუსეთში ჩავიდა, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
„როიტერის“ ინფორმაციით, ჩინეთის უმაღლესი დიპლომატი რუსეთში ოთხდღიანი ვიზიტით ჩავიდა, რომლის დროსაც, სავარაუდოდ, ქვეყნები ერთმანეთს ორმხრივ პოლიტიკურ ნდობას გამოუცხადებენ.
„ვანგი, რომელიც ხელმძღვანელობს საგარეო საქმეთა სამინისტროს და ასევე მმართველი კომუნისტური პარტიის საგარეო საქმეთა ოფისს, შეხვდება უშიშროების საბჭოს მდივანს, ნიკოლაი პატრუშევს უსაფრთხოების შესახებ ყოველწლიურ მოლაპარაკებებზე“, – ნათქვამია ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
„როიტერი“ წერს, რომ ის ასევე, სავარაუდოდ, საფუძველს ჩაუყრის პუტინის ვიზიტს ჩინეთის დედაქალაქში.
პირველ სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ელოდა ჩინეთის პრეზიდენტთან, სი ძინპინთან შეხვედრას, მაგრამ არ დაადასტურა, რომ ის კვლავ გაემგზავრება ჩინეთში.