„ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო“ „რუსთავი 2“-ის გადამღებ ჯგუფთან მომხდარ ინციდენტზე განცხადებას ავრცელებს
„ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს“ ჯგუფის მუდმივმოქმედი ფილიალი „რუსთავი 2“-ის გადამღებ ჯგუფთან მომხდარ ინციდენტზე განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სამშენებლო მოედანზე 10 ოქტომბერს „რუსთავი 2“-ის გადამღები ჯგუფი წინასწარი გაფრთხილების გარეშე შევიდა.
„დღეს დილით, დაახლოებით 10:00 საათზე, მეცხრე გვირაბის აღმოსავლეთ პორტალთან (ქვიშხეთის სამშენებლო უბანი) „რუსთავი 2“-ის გადამღები ჯგუფი ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილებისა და უსაფრთხოების აღჭურვილობის გარეშე, უნებართვოდ შეიჭრა სამშენებლო მოედანზე, სადაც აქტიურად მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები და სპეციალური უსაფრთხოების აღჭურვილობის გარეშე შესვლა აკრძალულია. ჩვენი კომპანიის თანამშრომლების მიერ, არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, გადამღებმა ჯგუფმა მაინც არ დატოვა ტერიტორია და პროვოკაციული გზით შეეცადა ჩვენი კომპანიის თანამშრომლებთან კონფლიქტში შესვლა. ვწუხვართ მომხდარის გამო. ჩვენი მიზანი დახურულ სამშენებლო მოედანზე ჟურნალისტების უსაფრთხოების უზრუნველყოფა იყო. მზად ვართ, ვითანამშრომლოთ დაინტერესებულ პირებთან“, – აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.
„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს“ წარმომადგენლებმა ტელევიზიის გადამღებ ჯგუფს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.