„ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს“ წარმომადგენლებმა „რუსთავი 2“-ის გადამღებ ჯგუფს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს
„ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს“ წარმომადგენლებმა „რუსთავი 2“-ის გადამღებ ჯგუფს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

„ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს“ საქართველოს ოფისის წარმომადგენლებმა „რუსთავი 2“-ის გადამღებ ჯგუფს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, – ამის შესახებ ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს.

როგორც „რუსთავი 2“ იუწყება, „კურიერი“ რკინიგზის ახალი მაგისტრალის მშენებლობის დროს გამოვლენილ დარღვევებზე რეპორტაჟს ამზადებდა, რა დროსაც ჩინური კომპანიის წარმომადგენლებმა „კურიერის“ ჟურნალისტს კამერა წაართვეს და მოპოვებული ვიდეომასალის წაშლა სცადეს.

„დილიდან წამოვედით, რომ მოგვემზადებინა სიუჟეტი ახალ სარკინიგზო მაგისტრალთან დაკავშირებით. მივედით იმ ობიექტზე, საიდანაც ხდება გვირაბების მშენებლობა და არის სამშენებლო ობიექტი. იქ ხიდებსაც აშენებენ. შევედით ობიექტზე მე და ჩემი ოპერატორი. იქ არანაირი გაფრთხილება, რომ არ შეიძლებოდა უცხო პირთა შესვლა, არ ყოფილა. დავიწყეთ გადაღება, რა დროსაც თავს დაგვესხნენ კომპანიის წარმომადგენლები და ფიზიკურად გაგვისწორდნენ“, – განაცხადა ეკა გაგუამ.

„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, რამდენიმე საათის განმავლობაში ტელევიზიის კუთვნილი ტექნიკა კომპანიის წარმომადგენლებს ერთ-ერთ ოთახში ჩაკეტილი ჰქონდათ.