ჩინეთის პრეზიდენტი - კორონავირუსი დემონია, ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია ეპიდემიის პრევენცია და კონტროლი
კორონავირუსი დემონია, – ეს განცხადება ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის პრეზიდენტთან შეხვედრის დროს გააკეთა.
„ჩინელი ხალხი სერიოზულ ბრძოლაშია ჩართული. ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა ჩინეთის მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანია ეპიდემიის პრევენცია და კონტროლი“, – განაცხადა სი ძინპინმა.
ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავრუსით 106 ადამიანი დაიღუპა, 4583 დაინფიცირებულია.