ჩინეთის პრეზიდენტი – კორონავირუსი დემონია, ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია ეპიდემიის პრევენცია და კონტროლი

18:02, 28.01.2020

კორონავირუსი დემონია, – ეს განცხადება ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის პრეზიდენტთან შეხვედრის დროს გააკეთა.

„ჩინელი ხალხი სერიოზულ ბრძოლაშია ჩართული. ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა ჩინეთის მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანია ეპიდემიის პრევენცია და კონტროლი“, – განაცხადა სი ძინპინმა.

ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავრუსით 106 ადამიანი დაიღუპა, 4583 დაინფიცირებულია.

მსგავსი