ჩინეთის მთავრობის სპეციალური წარმომადგენელი ევრაზიის საკითხებში უკრაინაში ჩავიდა და ქვეყნის ხელისუფლებას სამშვიდობო გეგმა შესთავაზა
ჩინეთის მთავრობის სპეციალური წარმომადგენელი ევრაზიის საკითხებში უკრაინაში ჩავიდა და ქვეყნის ხელისუფლებას სამშვიდობო გეგმა შესთავაზა. ვიზიტის ფარგლებში ლი ჰუი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, დმიტრო კულებას და ქვეყნის მთავრობის სხვა წევრებს შეხვდა.
უკრაინის უმაღლეს ხელმძღვანელობასთან საუბარში ლი ჰუიმ წარადგინა ჩინეთის პოზიცია უკრაინაში ომის დასრულების შესახებ, რომელიც ეფუძნება ჩინეთის ლიდერის, სი ძინპინის მიერ თებერვალში შემოთავაზებულ „სამშვიდობო გეგმას“.
ჩინეთის მთავრობის სპეციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ პეკინი მზად არის, მონაწილეობა მიიღოს სამშვიდობო დარეგულირების პროცესში თავისი გეგმის საფუძველზე.
„არ არსებობს პანაცეა კრიზისიდან გამოსასვლელად, ყველა მხარემ უნდა დაიწყოს საკუთარი თავისგან, გამოიმუშაოს ურთიერთნდობა, შექმნას პირობები ომის დასრულებისთვის და სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის“, – აღნიშნა ლი ჰუიმ.
ჩინეთის მთავრობის წარმომადგენელი ასევე ესტუმრება პოლონეთს, რუსეთს, გერმანიას და საფრანგეთს.