ჩინეთის ხუბეის პროვინციაში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუმჯობესების გამო, 3700-მდე ექიმი უკან გაიწვიეს
ჩინეთის ხუბეის პროვინციაში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუმჯობესების გამო, 3700-მდე ექიმი უკან გაიწვიეს

ჩინეთის ხუბეის პროვინციაში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუმჯობესების გამო, 3700-მდე ექიმი უკან გაიწვიეს. ამის შესახებ ინფორმაციას ჩინური სააგენტო „სინხუა“ ავრცელებს.

საუბარია საერთო ჯამში სამედიცინო მუშაკთა 41 დანაყოფზე. ექიმები და ექთნები, ხუბეის პროვინციის ადმინისტრაციულ ცენტრ ქალაქ უხანში 14 დროებით სამედიცინო ცენტრში და შვიდ სტაციონარულ საავადმყოფოში მუშაობდნენ. მთლიანობაში, ეპიდემიის ფონზე, ჩინეთის ხელისუფლებამ მთელი ქვეყნიდან დაახლოებით 43 ათასი ექიმი გაგზავნა აღნიშნულ რეგიონში.

ჩინეთში ბოლო ერთ დღეში ვირუსით 21 ადამიანი დაინფიცირდა, 930 გამოჯანმრთელდა, 13 კი დაიღუპა.