ჩინეთში კორონავირუსით ბოლო 24 საათში 21 ადამიანი დაინფიცირდა
ჩინეთში კორონავირუსით ბოლო 24 საათში 21 ადამიანი დაინფიცირდა

ჩინეთში კორონავირუს, „კოვიდ-19“-ით ბოლო 24 საათში 21 ადამიანი დაინფიცირდა. ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ვირუსისგან 13 ადამიანი დაიღუპა, 930 კი, გამოჯანმრთელდა.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემების თანახმად, ჩინეთში საერთო ჯამში ვირუსით 81 049 ადამიანი დაინფიცირდა, 65 000-ზე მეტი კი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსს ქვეყნის მასშტაბით 3 200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ახალი ტიპის კოროანვირუსის გაჩენის შესახებ ჩინეთმა გასული წლის დეკემბერში განაცხადა.