ჩინეთის ხელისუფლებაში მიიჩნევენ, რომ ლაი ცინ-დეს განცხადება არის „საშიში სიგნალი“, რომელიც ტაივანის სრუტეში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელყოფისკენაა მიმართული
ტაივანის ახალი პრეზიდენტის განცხადებასთან დაკავშირებით ჩინეთის ხელისუფლებაში აღნიშნეს, რომ ეს არის „საშიში სიგნალი“, რომელიც მიმართულია ტაივანის სრუტეში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელყოფისკენ.
როგორც ჩინეთის ტაივანის საკითხთა ოფისში განმარტეს, ლაი ცინ-დეს განცხადება სრულად ააშკარავეს მისი, როგორც ტაივანის დამოუკიდებლობისთვის მომუშავის, ნამდვილ ბუნებას.
„ტაივანის დამოუკიდებლობა შეუთავსებელია ტაივანის სრუტეში მშვიდობასთან. არ აქვს მნიშვნელობა, როგორ შეიცვლება ვითარება კუნძულზე, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის ხელისუფლებაში, ეს არ შეცვლის ფაქტს, რომ ორივე მხარე ერთი ჩინეთია“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ტაივანის ახალმა პრეზიდენტმა, ლაი ცინ-დემ საინაუგურაციო სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „მოვუწოდებ ჩინეთს, შეწყვიტოს ტაივანის პოლიტიკური, სამხედრო დაშინება, აიღოს გლობალური პასუხისმგებლობა ტაივანთან ერთად, რათა იმუშაოს რეგიონში მშვიდობის შესანარჩუნებლად“.