ჩინეთის ხელისუფლებამ ნენსი პელოსს სანქციები დაუწესა
ჩინეთის ხელისუფლებამ ნენსი პელოსს სანქციები დაუწესა

ჩინეთის ხელისუფლებამ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერ ნენსი პელოსს სანქციები დაუწესა.

ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრ ვან ის განმარტებით, პელოსმა სერიოზული ზიანი მიაყენა ჩინეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობას.

„სერიოზულად ჩაერია ჩინეთის შიდა საქმეებში, სერიოზული ზიანი მიაყენა ჩინეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობას და შეარყია ერთი ჩინეთის პრინციპი და საფრთხე შეუქმნა ტაივანის სრუტეში მშვიდობასა და სტაბილურობას“, – განაცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ჩინეთმა ასევე დააანონსა რვა საპასუხო ზომა, მათ შორის, სამუშაო შეხვედრების გაუქმება ჩინეთისა და აშშ-ის თავდაცვის უწყებებს შორის, ასევე აშშ-ჩინეთის თანამშრომლობის შეჩერება არალეგალურ მიგრაციასთან, ნარკოტიკებით ვაჭრობასა და კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებით.

ნენსი პელოსი ჩინეთის არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, 2 აგვისტოს მაინც ეწვია. საპასუხოდ ჩინეთი ტაივანის სიახლოვეს სამხედრო წვრთნებს მართავს.