ჩინეთის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში ხანძრის შედეგად, სულ მცირე, რვა ადამიანი დაიღუპა
ჩინეთში, ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში ხანძრის შედეგად, სულ მცირე, რვა ადამიანი დაიღუპა, ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
შემთხვევა სიჩუანის პროვინციაში მდებარე ქალაქ ციგონგის სავაჭრო კომპლექსში მოხდა. ხანძარი ადგილობრივი დროით 18:00 საათზე გაჩნდა.
შემთხვევის ადგილზე დაახლოებით 300-მდე მეხანძრე-მაშველი და ათობით სასწრაფო დახმარების თანამშრომელი იყო მობილიზებული.
მეხანძრე-მაშველებმა დაახლოებით 30 ადამიანის გამოყვანა მოახერხეს.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.