ჩინეთის ელჩი - ორმაგი სტანდარტები, რაც არსებობს ტაივანთან დაკავშირებით, ძალიან საშიშია, შეიძლება, მომავალში რამე ფორმით საქართველოსაც შეეხოს
ჩინეთის ელჩი - ორმაგი სტანდარტები, რაც არსებობს ტაივანთან დაკავშირებით, ძალიან საშიშია, შეიძლება, მომავალში რამე ფორმით საქართველოსაც შეეხოს

ორმაგი სტანდარტები, რაც არსებობს ტაივანთან დაკავშირებით, ძალიან საშიშია, შეიძლება, მომავალში რამე ფორმით საქართველოსაც შეეხოს, – ამის შესახებ ჩინეთის ელჩმა, ჭოუ ციენმა განაცხადა.

ჭოუ ციენის თქმით, საერთაშორისო პრინციპები იმისთვის არსებობს, რომ ყველა სახელმწიფომ დაიცვას.

ამასთან, როგორც ელჩმა აღნიშნა, ჩინეთი არასდროს აღიარებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას.

„მაგალითად, ავიღოთ კოსოვოს დამოუკიდებლობის გამოცხადება. თუ არიან ქვეყნები, რომლებიც ადრე კოსოვოს და მის დამოუკიდებლობას უჭერდნენ მხარს, ვერ ვიტყვით, რომ ეს ქვეყნები მომავალში შეიძლება, უჭერენ მხარს აფხაზეთის დამოუკიდებლობას. კანონები და საერთაშორისო პრინციპები იმისთვის არსებობს, რომ ყველა სახელმწიფომ დაიცვას. ჩინეთი არ აღიარებს და არც უღიარებია კოსოვოს დამოუკიდებლობა, ასევე იქნება მომავალში აფხაზეთთან დაკავშირებითაც, არასდროს აღიარებს მის დამოუკიდებლობას. ყველა სახელმწიფომ უნდა აიღოს ეს პასუხისმგებლობა და პატივი სცეს ამ საერთაშორისო კანონებსა და პრინციპებს. ჩინეთი ყოველთვის პატივს სცემდა სხვა ქვეყნების სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და მომავალშიც ასე გააგრძელებს“, – განაცხადა ელჩმა.