ჩინეთი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას დამატებით 30 მილიონი დოლარით დაეხმარება
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ჩინეთი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას დამატებით 30 მილიონი დოლარით დაეხმარება.
როგორც ქვეყნის საგარეო უწყებაში აცხადებენ, ეს თანხა ძირითად განვითარებადი ქვეყნების ჯანდაცვის სისტემების გაუმჯობესებას მოხმარდება.
გარდა 30 მილიონისა, ჩინეთმა ორგანიზაციას 11 მარტს უკვე გადაურიცხა 20 მილიონი დოლარი. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ჯანდაცვის მსოფლიოს ორგანიზაციის მხარდაჭერა მულტილატერალიზმისა და გლობალური სოლიდარობის მხარდაჭერაა.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც გასულ კვირას აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას დაფინანსება შეუწყვიტა.