ჩინეთი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას დამატებით 30 მილიონი დოლარით დაეხმარება

14:07, 23.04.2020
The logo and building of the World Health Organization (WHO) headquarters in Geneva, Switzerland, 15 April 2020. US President Donald Trump announced that he has instructed his administration to halt funding to the WHO. The American president criticizes the World Health Organization for its mismanagement of the Coronavirus pandemic Covid-19. (Martial Trezzini/Keystone via AP)

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ჩინეთი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას დამატებით 30 მილიონი დოლარით დაეხმარება.

როგორც ქვეყნის საგარეო უწყებაში აცხადებენ, ეს თანხა ძირითად განვითარებადი ქვეყნების ჯანდაცვის სისტემების გაუმჯობესებას მოხმარდება.

გარდა 30 მილიონისა, ჩინეთმა ორგანიზაციას 11 მარტს უკვე გადაურიცხა 20 მილიონი დოლარი. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ჯანდაცვის მსოფლიოს ორგანიზაციის მხარდაჭერა მულტილატერალიზმისა და გლობალური სოლიდარობის მხარდაჭერაა.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც გასულ კვირას აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ​ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას დაფინანსება შეუწყვიტა.

მსგავსი