ჩიკაგოში, საავადმყოფოს ტერიტორიაზე სროლის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
ჩიკაგოში, ერთ-ერთი საავადმყოფოს ტერიტორიაზე სროლის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია ექიმებსა და პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს. გარდაცვლილთა შორის თავად თავდამსხმელია, რომელიც სამართალდამცველებმა ორმხრივი სროლის დროს მოკლეს დაღუპულია ერთი პოლიციელი და საავადმყოფოს ორი თანამშრომელი.
ტელეკომპანია CNN-ის ცნობით, საავადმყოფო ტერიტორიაზე ცეცხლი 32 წლის მამაკაცმა გახსნა. მან თავდაპირველად ავტოსადგომზე ჰოსპიტალის თანამშრომელ ქალს ესროლა, რომელიც წარსულში თავდამსხმელის საცოლე იყო. ამის შემდეგ მამაკაცი საავადმყოფოს შენობაში შევიდა და ცეცხლი იქ გახსნა.
სამედიცინო დაწესებულების ტერიტორიაზე საგამოძიებო ღონისძიებები გრძელდება.