საფრანგეთის „ტოპ 14“-ის 24 ტურის შეხვედრაში „ტულუზამ“ „პოს“ 13 უპასუხო ლელო დაუდო და მეტოქე ანგარიშით 83:6 გაანადგურა. ცამეტი ლელოდან საუკეთესო ჩესლინ კოლბეს ანგარიშზეა.
ფრანგული გამოცემები სამხრეთაფრიკელის მიერ დადებულ ლელოს სეზონის საუკეთესოდ იხსენიებენ. „ტულუზამ“ იერიში საკუთარი ხუთმეტრიანი ხაზიდან დაიწყო – ტომას რამოსის მიერ გადაკიდებული ბურთი მაქსიმ მედარდს მიუვიდა, რომელმაც შეტევა გააგრძელა, ბურთი ფეხით შეიცურა, თავადვე დაეუფლა და კოლბეს შესანიშნავი გადაცემა გაუკეთა.