აფრასიძისა და კარკაძის ლელოები „ტოპ 14“-ში - „მონპელიემ“ „ბრივი“ მარტივად დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
აფრასიძისა და კარკაძის ლელოები „ტოპ 14“-ში - „მონპელიემ“ „ბრივი“ მარტივად დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

11 სექტემბერს საფრანგეთის „ტოპ 14“-ის მე-2 ტურის შეხვედრები გაიმართა, საიდანაც ერთ-ერთში ჩვენთვის ყველაზე საინტერესო აღმოჩნდა – „მონპელიემ“ „ბრივს“ უმასპინძლა და კომფორტული სხვაობით, 39:17 დაამარცხა.

„მონპელიეს“ სასტარტო შემადგენლობაში იყო გელა აფრასიძე, რომელმაც მატჩის მე-4 წუთზე ლელოს დადება მოახერხა.

 

ბრივის“ სათადარიგო სკამზე 5 ქართველი იმყოფებოდა – ვანო კარკაძე, ოთარ გიორგაძე, ვასილ ლობჟანიძე, თედო აბჟანდაძე და ლუკა ჯაფარიძე. ყველა მათგანი ცვლილებაზე გამოვიდა, კარკაძემ კი 70-ე წუთზე ლელოს გატანაც მოახერხა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

 

2 ტურის შემდეგ „მონპელიეს“ 1 ფრითა და 1 მოგებით 6 ქულა დაუგროვდა და მე-3 ადგილზე იმყოფება, „ბრივს“ კი 1 მოგება და 1 მარცხი აქვს, შესაბამისად სატურნირო ცხრილში გუნდი 5 ქულით მე-7 ადგილს იკავებს.