ჩესლინ კოლბემ „პოს“ შესანიშნავი ლელო დაუდო [ვიდეო]
ჩესლინ კოლბემ „პოს“ შესანიშნავი ლელო დაუდო [ვიდეო]

საფრანგეთის „ტოპ 14“-ის 24 ტურის შეხვედრაში „ტულუზამ“ „პოს“ 13 უპასუხო ლელო დაუდო და მეტოქე ანგარიშით 83:6 გაანადგურა. ცამეტი ლელოდან საუკეთესო ჩესლინ კოლბეს ანგარიშზეა.

ფრანგული გამოცემები სამხრეთაფრიკელის მიერ დადებულ ლელოს სეზონის საუკეთესოდ იხსენიებენ. „ტულუზამ“ იერიში საკუთარი ხუთმეტრიანი ხაზიდან დაიწყო – ტომას რამოსის მიერ გადაკიდებული ბურთი მაქსიმ მედარდს მიუვიდა, რომელმაც შეტევა გააგრძელა, ბურთი ფეხით შეიცურა, თავადვე დაეუფლა და კოლბეს შესანიშნავი გადაცემა გაუკეთა.

24 ტურის შემდეგ, „ტულუზას“ 89 ქულა აქვს, სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე იმყოფება და უახლოეს მდევარ „კლერმონს“ შვიდი ქულით უსწრებს.