გელა აფრასიძემ „მონპელიე“ TOP 14-ის ფინალში გაიყვანა [ვიდეო] #1TVSPORT
„ქართველმა აფრასიძემ „მონპელიე“ TOP 14-ის ფინალში გაიყვანა“, – ასე გამოეხმაურა ფრანგული გამოცემა France24 გელა აფრასიძის ბრწყინვალე თამაშს.
საფრანგეთის ჩემპიონატის ნახევარფინალურ მატჩში ერთმანეთს „მონპელიე“ და „ბორდო“ დაუპირისპირდნენ. გელა აფრასიძე სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და მოედანზე შეცვლაზე შევიდა. როგორც მალევე გაირკვა, ამ ცვლილებამ ნახევარფინალური შეხვედრის ბედი გადაწყვიტა.
ანგარიში 13:10 იყო, როცა აფრასიძემ (69-ე წუთზე) 57 მეტრიდან ზუსტად დაარტყა და „მონპელის“ მცირე უპირატესობა 6 ქულამდე გაიზრდა. მატჩის მიწრულს, 79-ე წუთზე „მონპელიეს“ ქართველმა ლეგიონერმა თავი ისევ გამოიჩინა, შორი მანძილიდან დარტყმა კვლავ ზუსტად შეასრულა და უმნიშვნელოვანესი მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 19:10 „მონპელიეს“ სასარგებლოდ.
TOP 14-ის ფინალში „მონპელიე“ „კასტრის“ შეერკენიბა. გამარჯვების შემთხვევაში, გელა აფრასიძე „მონპელიესთან“ ერთად ისტორიას დაწერს, რადგან ამ კლუბს საფრანგეთის ჩემპიონატი არასოდეს მოუგია.