ბექა საღინაძე კარიერას „ლიონში“ გააგრძელებს #1TVSPORT
ბექა საღინაძე კარიერას „ლიონში“ გააგრძელებს #1TVSPORT

საფრანგეთის „ტოპ 14“-ის (Top 14) კლუბი „ლიონი“ შემადგენლობის დაკომპლექტებას აგრძელებს და რანგით მეორე დივიზიონის „პროდ2“-ის (ProD2) „ორიაკიდან“ მომდევნო სეზონიდან ქართველი მესამეხაზელი, ბექა საღინაძე დაიმატა. ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული პრესა ავრცელებს.

„რაგბირამას“ ინფორმაციით, „ბორჯღალოსანი“ მორკინალი „ლიონთან“ კონტრაქტს სამი წლით აფორმებს.  „ლე პროგრესი“ წერს, რომ ბექა საღინაძე რანგით მეორე დივიზიონში გამორჩეულად ასპარეზობდა.

22 წლის მორაგბეს საქართველოს ნაკრებში 21 შეხვედრა აქვს ჩატარებული და მონაწილეობდა 2019 წლის მსოფლიო თასზე. „ბორჯღალოსნების“ შემადგენლობაში „შემოდგომის ერთა თასზე“ (Autumn Nations Cup) იასპარეზა და ტურნირის დასკვნით მატჩში ფიჯი ორჯერ დაალელოვა.